ავტორი:

"თუ მიხეილ სააკაშვილს რამე მოუვა, ამაზე თავად იქნება პასუხისმგებელი“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"თუ მიხეილ სააკაშვილს რამე მოუვა, ამაზე თავად იქნება პასუხისმგებელი“ - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

"თუ მიხეილ სააკაშვილს რამე მოუვა, ამაზე თავად იქნება პასუხისმგებელი“, - ეს განცხადება საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ "ტვ პირველთან“ გააკეთა.

დეკანოზის თქმით, სააკაშვილის შიმშლობა მისი პოლიტიკური ამოცანებით არის განპირობებული, ამიტომ პასუხისმგებლობა პროტესტის ამ ფორმის შედეგებზე მხოლოდ მას ეკისრება.

"მიხეილი შიმშილობს პოლიტიკური მოტივით, მას არ აშიმშილებენ, არ ავალდებულებენ შიმშლობას. ჩვენ, საპატრიარქომ, მას მოვუწოდეთ, რომ ეს მისი ჯანმრთელობისთვის საზიანოა და შეწყვიტოს. საკუთარი ჯანმრთელობის დაზიანება, არ არის ქრისტიანულად გამართლებული აქტი. უმკურნალეთ სათანადოდ სააკაშვილს და ყველა ადამიანს, ვისაც ეს სჭრდება. მაგრამ რაც შეეხება სამოქალქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას, ეს უკვე პოლიტიკური განცხადებაა და ამაში ნუ ჩამრევთ, ძალიან გთხოვთ“ - აღნიშნა დეკანოზმა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საპატრიარქოს რეალური ინფორმაცია არ აქვს, რადგან მათთვის მხოლოდ ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციებია ხელმისაწვდომი.