ავტორი:

"სააკაშვილი ​სედატიურ პრეპარატებს იღებს, რომლებიც ნერვული სისტემის დამშვიდებას უკავშირდება" - ნიკა გვარამია

"სააკაშვილი ​სედატიურ პრეპარატებს იღებს, რომლებიც ნერვული სისტემის დამშვიდებას უკავშირდება" - ნიკა გვარამია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე პარლამენტის თავმჯდომარე რომ იყო, მაშინ „იმედის“ ეთერში ამტკიცებდა, რომ გავრილოვის გამო არ გადადგებოდა, მაგრამ გაიხსენეთ, რა მოხდა, - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ, გლდანის ციხესთან განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ირაკლი კობახიძის დღევანდელ განცხადებას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შემთხვევაში, ხელისუფლება უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზულ რისკებს ხედავს და ამას ვერ დაუშვებს.

გვარამია ასევე გამოეხმაურა პენიტენციური დაწესებულების დღევანდელ ბრიფინგს და აღნიშნა, რომ ის არაფერს ემსახურებოდა გარდა იმისა, რომ „სისულელე ეთქვათ და ვალი მოეხადათ“, მაგრამ, მისივე თქმით, ამის არავის სჯერა.

როგორც გვარამიამ აღნიშნა, პენიტენციურმა სამსახურმა ეს სტრასბურგის სასამართლოსთვის გააკეთა.

"საინტერესო იყო ერთი გარემოება - როდესაც თქვეს, რომ გვაქვს გამოცდილება შიმშილობის მართვის და განსაკუთრებით შიმშილობის შემდგომი პერიოდისო. თუ მიაქციეთ ყურადღება, თქვეს, რომ 2019-დან გვაქვს ეს გამოცდილება. ეს აბსურდია და გეტყვით რატომ თქვეს - 2018 წელს ამ ადამიანებს 40 დღის შიმშილობის თავზე ამ ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა პატიმარი, რადგან მისი შიმშილობა ვერ მართეს. ახალგაზრდა კაცი შიმშილობის გამო გარდაიცვალა.

რაც შეეხება პოსტშიმშილობის პერიოდს, ამ საავადმყოფოს კი არა, საქართველოში, სავარაუდოდ, არც ერთ საავადმყოფოს აქვს და საჭირო იქნება კონსილიუმის მსგავსი მიხედვა ამ ყველაფერს, რადგან ერთი საავადმყოფოს რესურსი ამას შეიძლება ვერ ეყოს. დღესავით ნათელი სიტუაციაა, რომ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა მოუწევთ. ამაში ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა გვარამიამ.

მან ასევე ისაუბრა სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ შექმნილ სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის შესახებ.

"ვიმედოვნებ, რომ სახალხო დამცველის წარმომადგენელთა დასკვნა ადეკვატური იქნება და ისინი იტყვიან, რომ საავადმყოფო შეუსაბამოა, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ამიტომ უნდა იყოს გადაყვანილი - ამის იმედი მაქვს. თუ ეს დასკვნა სახელმწიფოს მხრიდან გაზიარებული არ იქნება, გასაგებია, რომ სახელმწიფო ადამიანს კლავს, ვინც რაც არ უნდა თქვას. ამის შემდეგი ნაბიჯი იქნება, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ შეასრულონ. მიხეილ სააკაშვილი იღებს სედატიურ პრეპარატებს, რომლებიც უკავშირდება ნერვული სისტემის დამშვიდებას. ამაზე არავის უთქვამს, რომ არ იღებს. ის მხოლოდ გლუკოზას და წყალს იღებს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.