ავტორი:

"შენი ქმარი ამ ადგილას სხვა ქალთან წევსო. შოკისმომგვრელი იყო,  როცა  ფოტოები და მესიჯები ვიპოვე" - რას იხსენებს  ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

"შენი ქმარი ამ ადგილას სხვა ქალთან წევსო. შოკისმომგვრელი იყო,  როცა  ფოტოები და მესიჯები ვიპოვე" - რას იხსენებს  ნეკა დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილზე

ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლი, ნეკა დოროყაშვილი სოციალურ ქსელში პირადი ცხოვრების შესახებ დასმულ კითხვებს პასუხობს. კითხვებს მან "ინსტაგრამის" სთორების საშუალებით უპასუხა.

"ცოლ-ქმარში მთავარი არის ის, რომ ორმა ადამიანმა ყოველთვის იფიქროს ურთიერთობის გაზრდაზე. მნიშვნელოვანია სწორი პარტნიორის შერჩევა ცხოვრების მეგზურად, ძალიან ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი. ბედნიერი ვარ უკვე წელიწადნახევარია, მიუხედავად რთული პერიოდებისა, ჩემს გასაშავებლად დაგეგმილი შავი პიარკამპანიისა და სასამართლო პროცესებისა.

ამ სირთულეებმა კიდევ უფრო გამზარდა და გამაძლიერა. დღეს ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან ბედნიერი ვარ“, - წერს ნეკა.

ერთ-ერთ კითხვას, რომელიც ყოფილი ქმრისგან ღალატს ეხებოდა, ნეკამ უპასუხა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა მას უღალატა:

"მან არაერთხელ მიღალატა სხვადასხვა ქალთან. ერთხელ დამირეკეს და მითხრეს, შენი ქმარი ამ ადგილას სხვა ქალთან წევსო. ჩემთვის შოკისმომგვრელი იყო, როცა ღალატის ფაქტები, ფოტოები და მესიჯები ვიპოვე, უფრო დიდი შოკი კი ის იყო, რომ ის გოგო ქართველი იყო.... განაგრძეთ კითხვა