"ტვ პირველის" ინფორმაციით, საქართველოს მეორე პრეზიდენტის შვილი პაატა შევარდნაძე აცხადებს, რომ სააკაშვილის, როგორც არჩეული პრეზიდენტის უფლებები დაცული უნდა იყოს.
"ნებისმიერი ადამიანის უფლებას, უპირველეს ყოვლისა პატიმრის უფლებას, განსაკუთრებით მაშინ თუ ის ოდესღაც ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი გახლდათ, სახელმწიფო უნდა იცავდეს. ეს პრინციპი არავის შეუცვლია და ნებისმიერ ქვეყანას ერთნაირად ეხება", - განაცხადა "ტვ პირველთან" პაატა შევარდნაძემ.