"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, ხვალინდელი მსვლელობა-მანიფესტაცია სამ ლოკაციაზე უქმდება და აქცია 15:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე გაიმართება.
ამის შესახებ მან ბრიფინგზე განაცხადა.
"ჩვენ ხვალისთვის დაგეგმილ სამ ლოკაციაზე მანიფესტაცია - მსვლელობას ვაუქმებთ და ხვალ ყველას, ვისაც სჯერა, რომ შიმშილობა შიმშილობაა და არა დიეტა, ვისაც სჯერა, რომ ამ ყველაფერში თავიდან ბოლომდე ჩართულია რუსეთის სპეცსამსახურები, ვისაც სჯერა, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტს არ უნდა კლავდნენ, გელოდებით 3 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, - განაცხადა მელიამ.