ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჯანდაცვის სამინისტრო დატოვა. ის სავარაუდოდ, ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს შეხვდა.
მას შეხვედრის შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
გიული ალასანიამ ჯანდაცვის უწყებაში შესვლამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სამინისტროდან დაუკავშირდნენ და მისვლა სთხოვეს.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დღეს სახალხო დამცველის მიერ შექმნილი ექსპერტების ჯგუფის წევრებსაც შეხვდა.