ავტორი:

"იმედია, გონს მოეგება მთავრობა, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და დღეს ვიხილავთ მიშას კერძო კლინიკაში“ - სააკაშვილის ძმა

"იმედია, გონს მოეგება მთავრობა, მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და დღეს ვიხილავთ მიშას კერძო კლინიკაში“ - სააკაშვილის ძმა

გლდანის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებასთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა გიორგი სააკაშვილი მივიდა.

მისი თქმით, დღესვე აუცილებლად უნდა გადაწყდეს მიხეილ სააკაშვილის მულტიფუნქციურ, სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

"დღეს, როგორც მოგეხსენებათ, არის შიმშილობის 49-ე დღე, ჩემთვის ემოციურად ძალიან მძიმეა, ვინაიდან, სპონტანურად გავიგე, ჩემმა მეგობარმა დამირეკა შეუძლოდ გახდაო, გამოვვარდი აქ, მაინტერესებდა რა ხდება.

ჩემი აზრით, დღეს აუცილებლად უნდა გადაწყდეს მიშას მულტიფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა. ეს არის უკვე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, საათები კი არ წუთები წყვეტს უკვე, ჩემი აზრით. იმედია, გონს მოეგება მთავრობა და მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას და დღეს ვიხილავთ მიშას კერძო კლინიკაში“, - განაცხადა მან "მთავარი არხის“ ეთერში.