ავტორი:

კიმ კარდაშიანის ახალი სიყვარული - 41 წლის კიმს 13 წლით უმცროსი ბოიფრენდი ჰყავს

კიმ კარდაშიანის ახალი სიყვარული - 41 წლის კიმს 13 წლით უმცროსი ბოიფრენდი ჰყავს

რეპერ ქანიე უესტთან დაშორების შემდეგ, რეალითი შოუების ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა ახალი სიყვარული იპოვა. დასავლური ტაბლოიდები წერენ, რომ უკვე ოფიციალურად და დადასტურებულად, კიმი პიტ დევიდსონს ხვდება. ინფორმაციას Pagesix ავრცელებს.

“Saturday Night Live”-ის 28 წლის ვარსკვლავისა და 41 წლის კარდაშიანის რომანის შესახებ ჭორები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი სხვადასხვა ადგილას ერთად, რომანტიკულ გარემოში შენიშნეს.

გარდა ამისა, წყვილმა პიტის დაბადების დღე 16 ნოემბერს კალიფორნიაში, Palm Springs-ში ერთად აღნიშნა.

სოციალურ ქსელში კი ფოტოებიც გავრცელდა, სადაც პიტი და კიმი პიჟამებში არიან, მათ გვერდითაა ასევე კარდაშიანის დედაც.

აღსანიშნავია, რომ ახალი სიყვარული უკვე ქანიე უესტმაც იპოვა. 44 წლის რეპერი 22 წლის მოდელსა და ინფლუენსერს ვინეტრიას ხვდება.

კარდაშიანისა და უესტის განშორების შესახებ საზოგადოებისთვის მიმდინარე წლის ივნისში გახდა ცნობილი. მანამდე კი მედიაში ხშირად წერდნენ იმის შესახებ, რომ წყვილს შორის ურთიერთობა უკვე დიდი ხანია დაძაბული იყო. ქანიე უესტმა თქვა, რომ მას შემდეგ, რაც აშშ-ის საპრეზიდენტო კანდიდატი გახდა, კიმ კარდაშიანი სახლში ჩაკეტვას უპირებდა.

მოგვიანებით კარდაშიანმა განცხადება გაავრცელა, სადაც საუბრობდა ქანიე ვესტის ფსიქოლოგიურ პრობლემებზე და წერდა, რომ მის ქმარს ბიპოლარული აშლილობა აქვს.

"როგორც იცით, ქანიეს ბიპოლარული აშლილობა აქვს. ყველამ, ვისაც ჰყავს საყვარელი ადამიანი მსგავსი დარღვევით, იცის, როგორი რთული და მტკივნეულია მათი გაგება. ის შესანიშნავი, მაგრამ ძალიან რთული ადამიანია, რომლის სიტყვებიც ზოგჯერ არ ემთხვევა მის ზრახვებს“, - ამბობდა კიმი.

კარდაშიანის განცხადებითვე, ქანიეს ფსიქიკური პრობლემები დიდ გავლენას ახდენდა ოჯახზე. მისივე თქმით, აქამდე აღნიშნულ საკითხზე იმიტომ არ საუბრობდა, რომ ცდილობდა ბავშვებისა და ქანიეს პირადი სივრცე დაეცვა.