ავტორი:

"ის ადამიანები და „ფეიკტელევიზიები“ რუსეთუმეობას გვაბრალებენ ჩვენ, ვისაც ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართულებით ამდენი მიღწევა გვაქვს" - ბექა ოდიშარია

"ის ადამიანები და „ფეიკტელევიზიები“ რუსეთუმეობას გვაბრალებენ ჩვენ, ვისაც ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართულებით ამდენი მიღწევა გვაქვს" - ბექა ოდიშარია

"ის ადამიანები და „ფეიკტელევიზიები“ რუსეთუმეობას გვაბრალებენ ჩვენ, ვისაც ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართულებით ამდენი მიღწევა და „მაილსთოუნები“ გვაქვს და თავად 2008 წლის ოკუპაციამდე და ოკუპაციის შემდეგაც, რუსეთის ფედერაციაში დასეირნობდნენ" - ამის შესახებ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ განაცხადა.

აქვე ოდიშარიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი პოლიტიკური გუნდიდან “იმ ქვეყანაში ერთეული ადამიანი თუ იქნება ნამყოფი“.

“ჩვენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერითა და მათთან კონსულტაციის გზით უნდა გავიაროთ ის ძალიან მოლიპული გზა, რომელმაც არა გვიან, არამედ რაც შეიძლება ადრე, კონფლიქტის მოგვარებამდე უნდა მოგვიყვანოს“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “მინისტრის საათის“ ფორმატში საგარეო საქმეთა მინისტრს დავით ზალკალიანს უსმენენ.