ავტორი:

ამერიკის დაზვერვა სამუშაოდ გიწვევთ: ერთად გავეცნოთ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ვაკანსიებს

ამერიკის დაზვერვა სამუშაოდ გიწვევთ: ერთად გავეცნოთ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ვაკანსიებს
  • სპეცსამსახურები - ბესიკ ალადაშვილის ბლოგი

1980-იან წლებამდე, მსოფლიოში არსებული პრაქტიკით, პირი, რომელიც საკუთარი სურვილით მოინდომებდა სპეცსამსახურში მუშაობის დაწყებას (არ შეგვეშალოს სპეცსამსახურთან თანამშრომლობაში ანუ აგენტ-ინფორმატორობაში) და პირად ინიციატივას გამოიჩენდა, ყოველთვის დიდ დაეჭვებას იწვევდა და ვერასდროს ეღირსებოდა ამ პატივს. რა მიზნები აქვს? მტრის შემოგზავნილი ხომ არ არის? - ამგვარი კითხვები არ ასვენებდათ სპეცსამსახურის ხელმძღვანელებს. მაგრამ დრო იცვლება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმაც შეცვალეს კადრების შერჩევისა და მომზადების ძველი მეთოდები. პიონერები, როგორც ყოველთვის, აქაც ამერიკელები იყვნენ. ადვილად წარმოსადგენია ის გაოცება, რაც რიგით ამერიკელებს დაემართათ, როცა გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ორასამდე გაზეთსა და ჟურნალში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) სარეკლამო განცხადება წაიკითხეს: "დაზვერვაში სამუშაოდ ვიწვევთ". დღეს კი უკვე პირდაპირ ცსს-ს ვებგვერდი ეპატიჟება და სთავაზობს აშშ-ის მოქალაქეებს ამერიკის დაზვერვის თანამშრომლად გახდომას. "დაიწყე შენი კარიერა: დაეხმარე დავიცვათ ჩვენი ერი ერთობლივი შესაძლებლობით; თქვენ ეხმარებით ჩვენი ერის უსაფრთხოებას; შევინარჩუნოთ ჩვენი ერი უსაფრთხოდ; ყოველი დღე არის აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერების შესაძლებლობა" - კიდევ სხვა, ამგვარ მოწოდებას წაიკითხავთ ცსს-ს ვებგვერდზე. ერთად გავეცნოთ იქ გამოცხადებულ ვაკანსიებს და გავიგოთ, თუ რა დარგის სპეციალისტებს ეძებს და რა გასამრჯელოს ჰპირდება მათ ამერიკის დაზვერვის ფლაგმანი დღეს, 2021 წლის 19 ნოემბერს:

1. საინფორმაციო ტექნოლოგიების ოფიცერი ("აიტიშნიკი"). ისინი მუშაობენ, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - საზღვარგარეთ. საწყისი წლიური ხელფასია (სრული განაკვეთი): 64,137 -დან - 113,362 - მდე აშშ დოლარი.

2. ოპერატიული ოპერაციების ოფიცერი ("ოპერატივნიკი") - უზრუნველყოფენ საიდუმლო ოპერაციების წარმართვის კოორდინაციას ცსს-ს შტაბ-ბინასა და ოპერაციების დირექტორატის საზღვარგარეთ მდებარე (ე.წ. საველე) ოფისებს შორის. წლიური ხელფასია (სრული განაკვეთი): 62,133 -დან - 94,581- მდე აშშ დოლარი, თუმცა შესაძლებელია უფრო მაღალი საწყისი ხელფასი, გამოცდილების მიხედვით. ასევე, გათვალისწინებულია დანამატი უცხო ენის ცოდნაზე. აუცილებელი მოთხოვნაა ბაკალავრის ხარისხი. გააგრძელეთ კითხვა