ავტორი:

როგორია ოპოზიციის გეგმა სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ - ნიკა მელიას მიმართვა მხარდამჭერებს

როგორია ოპოზიციის გეგმა სააკაშვილის გადაწყვეტილების შემდეგ - ნიკა მელიას მიმართვა მხარდამჭერებს

ბრძოლა, რა თქმა უნდა, არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ მომდევნო სამოქმედო გეგმას, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ნიკა მელიამ აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება ოპოზიციას არაერთ „მახეს“ უგებდა, თუმცა ოპოზიცია მას არ წამოეგო და დღევანდელი შედეგი ამის დამსახურებაა.

"რომ არა არაძალადობრივი პროტესტი, ის არაერთი მართლაც სახიფათო დღე, სადაც ხაფანგი და მახე ჰქონდა დაგებული და ამ პროვოკაციას არ წამოვეგეთ ხელისუფლების ორგანიზებულს, დღევანდელი დღე არ დადგებოდა და არ მიეცემოდა მიხეილ სააკაშვილს შესაძლებლობა, შიმშილობა შეეწყვიტა. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა. ბედნიერები ვართ, ადამიანურად, ვიცით, რა რომ არ ემუქრება სიკვდილი მიხეილ სააკაშვილს, ელენე ხოშტარიას და ჩვენს მეგობრებს, რომლებიც შიმშილობდნენ.

ეს მხოლოდ ადამიანური სიხარულია, რაც შეეხება პოლიტიკურ, მოქალაქეობრივ სიხარულს, ჯერჯერობით ვერ განვიცდით, სანამ ვიცით, რომ ქვეყანას ყავს უზურპატორი რეჟიმი, რომელმაც მიიტანა სახელმწიფო, არჩევნები და ცდილობს, ამ რეალობას შეაგუოს მავანი, მაგრამ არ ეგუება აბსოლუტური უმრავლესობა. ბრძოლა, რა თქმა უნდა, არაძალადობრივი, მაგრამ ძალიან მწვავე ფორმებითა და მეთოდებით გაგრძელდება. ამასთან დაკავშირებით უახლოეს პერიოდში გაგაცნობთ მომდევნო სამოქმედო გეგმას”, - განაცხადა ნიკა მელიამ.