ავტორი:

"სიმბოლურია, რომ ეს ჰოსპიტალი გიორგი აბრამიშვილის სახელობისაა - ექიმის, რომელიც 2008-ში რუსულმა ბომბმა იმსხვერპლა" - რას წერს გვარამია?

"სიმბოლურია, რომ ეს ჰოსპიტალი გიორგი აბრამიშვილის სახელობისაა - ექიმის, რომელიც 2008-ში რუსულმა ბომბმა იმსხვერპლა" - რას წერს გვარამია?

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მიხეილ სააკაშვილის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანის ფაქტს სიმბოლურს უწოდებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, სიმბოლურია, რომ ექსპრეზიდენტი მის მიერ აშენებულ ჰოსპიტალში მის მიერვე დაგებული ავტობანით მიჰყავთ.

"სიმბოლურია, რომ მიშა მის მიერ აშენებულ ჰოსპიტალში მის მიერვე დაგებული ავტობანით მიყავთ. მაგრამ უფრო სიმბოლური ისაა, რომ ეს ჰოსპიტალი გიორგი აბრამიშვილის სახელობისაა - ექიმის, რომელიც რუსულმა კასეტურმა ბომბმა იმსხვერპლა 2008 ში.

კაცის, რომელმაც არ დატოვა მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცები, მარტო დარჩა რუსეთის წინააღმდეგ და სიცოცხლე გაწირა.მიშამ გაიმარჯვა. რუსეთი დამარცხდა.ეს სიმბოლიზმიც ამის დასტურია.დიდება თავისუფლებას! თავისუფლებას დიდება!" - წერს გვარამია.

როგორც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში დღეს გვიან ღამით გადაიყვანენ, რის შემდეგაც ექსპრეზიდენტი შიმშილობას შეწყვეტს.

"მიხეილ სააკშვილი დღეს იქნება გადაყვანილი გორის ჰოსპიტალში და ხვალიდან უკვე მნიშვნელოვანია დავადგინოთ მისი სამედიცინო დღის წესრიგი პუნქტობრივად. მისი ტრანსპორტირება განხორციელდება მოგვიანებით, არ ვამბობ ზუსტ დროს, ასე ითხოვს უსაფრთხოების ზომები, მინდა ვთხოვო ყველას, შეფერხებები არ შექმნას აქ დგომით, უბრალოდ არ გამოვა რეანომობილი თუ აქ იქნება ადამიანების სიმრავლე.

მისი პირადი ექიმი, ქალბატონი გიული, რომელიც ახლა მოვა, დარჩება მასთან, ვიდრე მას გადაიყვანენ და ჩვენ წავალთ გორში, მოვახდენთ ინსპექტირებას. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შედარებით უკეთესია, კონტაქტურია, კომუნიკაბელურია, რამე მძიმე გართულებები არ აქვს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.