ავტორი:

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ

მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 პენიტენციური დაწესებულებიდან უკვე გამოიყვანეს. ექსპრეზიდენტი სასწრაფო დახმარების მანქანით გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაჰყავთ.

გორში, ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა.

ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც სამხედრო ჰოსპიტალი მდებარეობს, საპატრულო პოლიციამ კერძო პირების ავტომობილები გაიყვანა და სამედიცინო დაწესებულების სრულ პერიმეტრზე სამართალდამცველები განლაგდნენ. ასევე ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არაერთი სპეცმანქანა შევიდა.

რაც შეეხება პალატას, სადაც გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, პალატის ფანჯრებზე დამონტაჟებულია ლითონის გისოსები.