საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია. ჰოსპიტლის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცავების განსაკუთრებული მობილიზებაა.
ჭავჭავაძის ქუჩაზე, სადაც სამხედრო ჰოსპიტალი მდებარეობს, საპატრულო პოლიციამ კერძო პირების ავტომობილები გაიყვანა და სამედიცინო დაწესებულების სრულ პერიმეტრზე სამართალდამცველები განლაგდნენ. ასევე ჰოსპიტლის ტერიტორიაზე არაერთი სპეცმანქანა შევიდა.
რაც შეეხება პალატას, სადაც გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებიდან მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, პალატის ფანჯრებზე დამონტაჟებულია ლითონის გისოსები.