შემოქმედის ეპარქიის მღვდელმსახური, ჯუმათის მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (მიგინეიშვილი) 60 წლის ასაკში გარდაიცვალა.
„საპატრიარქოს უწყებანის“ ინფორმაციით, არქიმანდრიტ მიქაელს 2021 წლის 23 ნოემბერს, ჯუმათის მამათა მონასტერში დაკრძალავენ.
„მამა მიქაელი თავისი სასულიერო მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს სხვადასხვა ეკლესია-მონასტერში მსახურობდა, ბოლო 24 წლის განმავლობაში იგი ჯუმათის მამათა მონასტრის წინამძღვარი იყო.
მწუხარებას გამოვთქვამთ არქიმანდრიტ მიქაელის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებს, მონასტრის წევრებსა და სამწყსოსს. უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული. გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული არქიმანდრიტი მიქაელი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.