ავტორი:

"პატარა პაციენტი აკვნის გარეშე ვერ იძინებდა" - მედპერსონალმა 6 თვის ემილის აკვანი კოვიდკლინიკაში მიუტანა

"პატარა პაციენტი აკვნის გარეშე ვერ იძინებდა" - მედპერსონალმა 6 თვის ემილის აკვანი კოვიდკლინიკაში მიუტანა

ქუთაისში, კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში გალის მკვიდრს, პატარა ემილი შაკაიას მკურნალობენ.

ემილი სულ რაღაც 6 თვის არის.

“როგორც გაირკვა, პატარა პაციენტი დაძინებას აკვანში იყო მიჩვეული, ამიტომაც მის გარეშე ვერ იძინებდა. ამის გათვალისწინებით, კლინიკის გუნდმა იზრუნა იმაზე, რომ ემილის აკვანი და ტკბილი ძილის შესაძლებლობა ჰქონოდა", - ნათქვამია კლინიკის ოფიციალურ facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კლინიკის კოვიდცენტრის ბავშვთა განყოფილება 12 წლამდე ასაკის პაციენტებს დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იღებს და მათ შესაბამის მკურნალობას უწევს.