ავტორი:

"დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე..." - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმი ელენე გიორგაძე

"დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე..." - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმი ელენე გიორგაძე

"დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე. პაციენტიც და ყველა ექიმი ვართ კმაყოფილი. მიხეილ სააკაშვილი თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა", - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის კუთხით შექმნილი კონსილიუმის წევრმა, ექიმმა ელენე გიორგაძემ გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და რაც შეეხება სისუსტეს, ექიმის განმარტებით, შიმშილობის შემდეგ პერიოდში, ეს პროცესი 50 დღის განმავლობაში ნარჩუნდება.

როგორც ელენე გიორგაძემ აღნიშნა, სწორედ ყოფილი პრეზიდენტის თანხმობით ახერხებენ ციხის კლინიკაში შესვლასა და პაციენტის მკურნალობას.

'დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე. პაციენტიც და ყველა ექიმი ვართ კმაყოფილი. "ჩეპეს“ გარეშე გავიარეთ სამივე დღე. დღეს დამატებით კალორაჟი და კვება იყო უფრო გაფართოებული. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა. ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე, შიმშილის მარკერები ნორმალურია, როგორც იქნა ცილამაც უკვე ნელ-ნელა დაიწყო მოწესრიგება. ხვალიდან გადავდივართ უკვე დაკვირვების სტადიაში, ნელ-ნელა გავაფართოებთ კალორაჟს, შევიყვანთ სხვადასხვა პროდუქტებს, ეს გაგრძელდება ალბათ ორშაბათამდე,

შემდეგ უკვე გადავალთ სულ სხვა კვებაზე. თვითონ თავს გრძნობს უკეთესად. სისუსტე ნურავის გაგიკვირდებათ რომ რჩება, თუმცა, ისეთი არ არის, როგორიც შაბათს იყო. სისუსტე რჩება 50 დღე, როდესაც შიმშილობს ადამიანი. ალბათ არავის გაუკვირდება, რომ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, ამიტომ, ნელ-ნელა ყველაფერი უნდა ალაგდეს. ყოველ დღე მოგაწვდით ინფორმაციას, რა მომეწონება და რა - არა.

თითოეული ჩვენი შესვლა ხდება პაციენტის თანხმობით, პაციენტი თვითონ ირჩევს და თვითონ გვაძლევს თანხმობას, ვინ და როდის იმუშაოს. პაციენტს ჰყავს ფსიქიატრი, რომელიც პირველი დღიდან აკონტროლებდა. როგორც კი პაციენტისგან გვექნება მოთხოვა, მინდა რომ ვნახო ეს ადამიანი, მაშინვე გამოძახებული იქნება“, - განაცხადა კონსილიუმის წევრმა.