ავტორი:

პოლონეთ - ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთ - ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთის სასაზღვრო პოლიციამ პოლონეთი-ბელარუსის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავა.ინფორმაციას ქვეყნის სასაზღვრო პოლიცია "ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

"კვირას, 21 ნოემბერს 346-ჯერ სცადეს საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა“, - აღნიშნულია განცხადებაში. სასაზღვრო პოლიცია წერს, რომ მესაზღვრეებმა შემთხვევების აღკვეთა სცადეს და საზღვრის უკანონოდ კვეთაში დახმარებისთვის 3 მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულთა შორის იყო საქართველოს მოქალაქეც.

პოლონეთი-ბელარუსის საზღვარზე დაძაბული ვითარებაა. უამრავი მიგრანტი ევროკავშირში შესვლას ცდილობს. საფრთხის გამო პოლონეთმა საზღვარზე სამხედროების მობილიზება გააძლიერა.