ბრიტანელი სტივ ვერცი გახდა პირველი ადამიანი, რომელმაც დღეს 3 განზომილებიანი (3D) თვალი გამოსცადა.
ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურის პაციენტმა, მარცხენა თვალი 20 წლის ასაკში დაკარგა. მას შემდეგ ის პროთეზს იყენებდა, რომელიც 5 წელში ერთხელ უნდა შეეცვალა.
40 წელს გადაცილებული მამაკაცის თქმით, პროთეზი თავდაჯერებულობას აკარგვინებს და სარკეში ჩახედვის სურვილს უქრობს.
სტივის ცხოვრება დღეს შეიცვალა, მას შემდეგ, რაც კლინიკა ახალი, 3D თვალით დატოვა, რომელიც ბევრად უფრო მიმსგავსებულია ნამდვილ თვალთან, ვიდრე ის პროთეზები, რომელიც აქამდე ჰქონია.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი თვალი მას მხედველობას ვერ აღუდგენს, პაციენტს იმედი აქვს, რომ დღეიდან უფრო თავდაჯერებული იქნება - "ჩემი ახალი თვალი ფანტასტიკურად გამოიყურება და იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ის 3D ტექნოლოგიით იქმნება, ალბათ, დროთა განმავლობაში კიდევ უფრო დაიხვეწება“, - ამბობს ახალი თვალით გაბედნიერებული სტივ ვერცი.
მურფილდის თვალის კლინიკა უკვე სთავაზობს პაციენტებს 3В თვალის პროთეზებს. პროცედურას 2.5 საათი სჭირდება.
მოამზადა ანა სიბოშვილმა