მოთხრობა მცირე ზომის პროზაული ნაწარმოებია, რომელიც მე-19 საუკუნეში გამოიკვეთა. მას რომანს და ნოველას შორის შუალედური ადგილი უჭირავს. სხვა ლიტერატურული ჟანრებისგან განსხვავებით, მასში მოკლედაა მოთხრობილი დიდი განცდების, სიხარულის, ეჭვისა და იმედის, შურის, დაპირისპირების, მეგობრობის, სიკეთისა და ბოროტების და, ასევე, დიდი სიყვარულის უზარმაზარი ამბები.
მოთხრობების კრებულში შესაძლებელია ერთდროულად შეხვდეთ სრულიად განსხვავებულ ავტორებს და გაეცნოთ მათს გამორჩეულ ნაწარმოებებს. გამომცემლობა „პალიტრა L-ის“ ახალი პროექტი ბევრი ნაცნობი და უცნობი ავტორების მოთხრობებს წიგნების ახალ სერიაში გააერთიანებს.
ყოველ წიგნში თავმოყრილი იქნება სამი სხვადასხვა ავტორის თითო მოთხრობა. გვერდიგვერდ შეგხვდებათ კლასიკოსი და თანამედროვე, ავანგარდისტი და მოდერნისტი მწერლები; საყოველთაოდ აღიარებული თუ ნაკლებად ცნობილი ავტორების გახმაურებული და მივიწყებული მოთხრობები.
სერიის პირველი წიგნი 2 დეკემბრიდან გამოვა და მისი სპეციალური ფასი 3 ლარი, ჟურნალ „გზასთან“ ერთად კი 5 ლარი იქნება.
პირველ წიგნში იხილავთ სამი ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავებული და საინტერესო მწერლის სამ მოთხრობას, ესენია: შტეფან ცვაიგის „უცნობი ქალის წერილი“, დავით კლდიაშვილის „მსხვერპლი“ და ფ.სკოტ ფიცჯერალდის „ბენჯამინ ბატონის უცნაური ამბავი“.
ნუ ეცდებით მათ შორის თემატური თუ იდეური, სტილისტური თუ ჟანრობრივი მსგავსების აღმოჩენას. ამ სამ მოთხრობას ერთმანეთთან საერთო არაფერი აქვს, გარდა იმ ერთადერთისა, რასაც ლიტერატურა, კონკრეტულად კი - მოთხრობა ჰქვია.
წიგნი იკითხეთ პრესის გავრცელების წერტილებში ან შეიძინეთ ონლაინ, საიტზე www.palitral.ge.
ასევე, შეგიძლიათ ისარგებლოთ სახლში მიტანის სერვისით: ტელ: +995322383871