ავტორი:

"ნამდვილი ჟანა დარკი ხარ" - რა წერილი მისწერა ანა წითლიძეს მიხეილ სააკაშვილმა?

"ნამდვილი ჟანა დარკი ხარ" - რა წერილი მისწერა ანა წითლიძეს მიხეილ სააკაშვილმა?

"ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ანა წითლიძე სოციალურ ქსელში მესაპე პრეზიდენტის მიერ მისთვის მიწერილ წერილს აქვეყნებს. როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, ექსპრეზიდენტის წერილმა მას ხელის ტკივილი დაავიწყა.

"აი, თითს რომ თაბაშირში გისვამენ, გეუბნებიან მოტეხვასთან ერთად მყესი გაქვს გაწყვეტილი და ოპერაცია დაგჭირდებაო. ამ დროს ამას რომ ჩაგიგდებენ, მანდ გავიწყდება თითიც, ტკივილიც, და საერთოდ რა მოტეხილი თითი და გადაწყვეტილი მყესი ხალხო, სიცოცხლის დათმობაც რომ დაგვჭირდეს ამ ბრძოლისთვის, მიშას და საქართველოს თავისუფლებისთვის ყველა თავგანწირვა ღირს. კარგად ვარ, ხალხო და ბრძოლა გრძელდება კიდევ უფრო დიდი შემართებით. თან ეს რომ არ ეზარება წეროს ან ამის თავი აქვს, როდესაც თვითონ მაგ დღეშია. მერამდენე წერილია არ მახსოვს, მაგრამ დღეს განსაკუთრებულად ამიჩუყდა გული"- წერს წითლიძე "ფეისბუქში".

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ ზუგდიდის სამხარეო ადმინისტრაციის შენობის წინ მიმდინარე აქციის დროს ხელი დაიზიანა. პირველადი დამხარება მას ადგილზე გაეწია. როგორც ანა წითლიძემ განაცხადა, ხელი მას მაშინ დაუზიანდა, როდესაც შენობის წინ საპროტესტო შინაარსის მქონე წარწერის გაკეთებას ცდილობდა.

"მონებოს“ დაწერას ვცდილობდი და ამიტომ მომატეხეს თითი“, - განაცხადა ანა წითლიძემ