ავტორი:

"როცა მოქალაქეები ჯანდაცვის უფასო პროგრამით სარგებლობენ, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ საჭიროზე მეტი მომსახურებაა კონკრეტული პაციენტისთვის" - მოსამართლეობის კანდიდატი

"როცა მოქალაქეები ჯანდაცვის უფასო პროგრამით სარგებლობენ, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ საჭიროზე მეტი მომსახურებაა კონკრეტული პაციენტისთვის" - მოსამართლეობის კანდიდატი

როდესაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ ჯანდაცვის უფასო პროგრამით, ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ იმაზე მეტი სამედიცინო მომსახურება არის გაწეული, ვიდრე საჭირო იყო კონკრეტული პაციენტისთვის, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თეა ძიმისტარაშვილმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, რითაც უპასუხა პარტიის „საქართველოსთვის“ წევრის, დეპუტატ მიხეილ დაუშვილის შეკითხვას, რას შეცვლიდა ის ქვეყანაში.

როგორც ძიმისტარაშვილმა აღნიშნა, ეს „ცოტა ფაქიზი“ თემა არის.

„სიღრმისეულად ამ საკითხს ბოლომდე არ ვფლობ, მაგრამ ზოგჯერ მრჩება ასეთი განცდა, თუმცა იმ მოცემულობაში, რომელიც გვაქვს და ჯანდაცვის პროგრამა ძალიან ორიენტირებულია ჯანდაცვის სერვისების ხელმისაწვდომობაზე, ალბათ, ამ თვალსაზრისით შესაბამისი პირები იზრუნებენ. ის, რაც სახელმწიფოს მხრიდან არის ანაზღაურების კომპონენტი, ცოტა დასახვეწი და გადასახედია. ამაზე სამედიცინო სპეციალისტები უნდა დაფიქრდნენ“, - განაცხადა ძიმისტარაშვილიმა.