ავტორი:

კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" შტამი, სავარაუდოდ, ჩეხეთსა და გერმანიაშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი "ომიკრონ" შტამი, სავარაუდოდ, ჩეხეთსა და გერმანიაშიც დაფიქსირდა

კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამი, სავარაუდოდ, ჩეხეთშიც დაფიქსირდა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულია ქალი, რომელიც ჩეხეთში ეგვიპტიდან დაბრუნდა. ვვარაუდობთ, რომ ის „ომიკრონის“ შტამითაა ინფიცირებული. მისი ანალიზების საბოლოო შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - ნათქვამია განცხადებაში.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია კორონავირუსის „ომიკრონ“ შტამის გერმანიაში გავრცელების შესახებაც. პირი, რომელსაც, სავარაუდოდ, ახალი შტამი დაუფიქსირდა, ქვეყანაში სამხრეთ აფრიკიდან დაბრუნდა. ის ახლა იზოლაციაში იმყოფება და ანალიზის საბოლოო შედეგები მალე გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, კორონავირუსის ახალი „ომიკრონ“ შტამის პირველი დადასტურებული შემთხვევები ბელგიასა და ისრაელში დაფიქსირდა.