ავტორი:

ელენე ხოშტარიას შეხვედრა შვილებთან და მშობლებთან - პოლიტიკოსის სახლში დაბრუნების შემდეგ გადაღებული ფოტოები

ელენე ხოშტარიას შეხვედრა შვილებთან და მშობლებთან - პოლიტიკოსის სახლში დაბრუნების შემდეგ გადაღებული ფოტოები

"დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია კლინიკიდან გაწერეს. ამის შესახებ ხოშტარიამ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, დაახლოებით ერთ კვირაში საქმეებს დაუბრუნდება.

პოლიტიკოსი უკვე სახლშია. ხოშტარია დედა ირინა გუნცაძე სოციალურ ქსელში ემოციურ ფოტოებს აქვეყნებს, სადაც აღბეჭდილია ელენეს შეხვედრა შვილებთან და მშობლებთან.

"ლიაკა სახლშია..." - წერს ირინა გუნცაძე.

"მეგობრებო, გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა „ნიუ ჰოსპიტალს“, ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.

ვახტანგ კალოიანის მხარდაჭერის და დახმარების გარეშე ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ახლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება, არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ.

ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად. ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს.

ყველას ძალიან დიდი მადლობა“,- წერს ელენე ხოშტარია.

შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარიამ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით პარლამენტის შენობაში 17 დღის განმავლობაში იშიმშილა. შიმშილობის შემდეგ კი სარეაბილიტაციო კურსი „ნიუ ჰოსპიტალში“ გაიარა.