ოზურგეთში, ანასეულის უბანში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად ოთხი ადამიანი მოიწამლა, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ისინი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ოზურგეთის კლინიკა “მედალფაში”გადაიყვანა.
ექიმის ინფორმაციით, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსებული არიან 51 წლის, 69 წლის და 78 წლის ქალბატონები, მათ ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო მანიპულაცია. სამი წლის ბავშვი კი პედიატრიულ განყოფილებაში გადის მკურნალობს.
ექიმების შეფასებით, ოთხივე პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ადგილობრივების ინფორმაციით, გაზის გაჟონვის შედეგად მოწამლული ადამიანები მათივე ოჯახის წევრმა აღმოაჩინადა 112-ში დარეკა.