თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიწყო მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე. დღევანდელ სასამართლო პროცესს ესწრება თვითონ მიხეილ სააკაშვილი. სასამართლო დარბაზიდან პირველი კადრები მისმა ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ გაავრცელა.
საქალაქო სასამართლოსთან სამოქალაქო აქტივისტებმა და "ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა საავტომობილო გზა გადაკეტეს. შეზღუდულია ავტომობილების გადაადგილება, რის გამოც მძღოლების ნაწილი უკმაყოფილებას გამოთქვამს.
როგორც ოპოზიციონერი გიგი უგულავა აცხადებს, გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა, საქალაქო სასამართლოსთან ცოტა ხნის წინ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ბუნებრივად მოხდა, მოქალაქეებმა აღმაშენებლის ხეივნისკენ გადმოინაცვლეს.