ავტორი:

"ახლა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ხან ერთი წამოარტყამს თავში ხელს და ხან - მეორე" - მიხეილ სააკაშვილი

"ახლა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ხან ერთი წამოარტყამს თავში ხელს და ხან - მეორე" - მიხეილ სააკაშვილი

"დღეს ჩვენ ვართ მსოფლიოში პირველი კოვიდით სიკვდილიანობით, ჩვენ ვიყავით მსოფლიოში პირველი მზარდი ეკონომიკის კუთხით. ჩემი პრეზიდენტობის დროს 4-ჯერ გაიზარდა ეკონომიკა, საქართველოს ბიუჯეტი გაიზარდა 12-ჯერ და ხელფასები და პენსიები გაიზარდა 10-ჯერ. ბოლო პერიოდში, საქართველოში შემცირდა ხელფასები, ეს არ არის ტრაგედია?! როგორ უნდა მივიღოთ ეს, როგორც მოცემულობა?" - განაცხადა თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში, საკუთარ პროცესზე მესამე პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს საქართველო სწრაფად ვითარდებოდა, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ კი, ქვეყანამ რეგრესი განიცადა.

"ახლა ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც ხან ერთი წამოარტყამს თავში ხელს და ხან - მეორე. ჩემი პრეზიდენტობის დროს საქართველოში ჩამოვიდა მსოფლიოს არაერთი ქვეყნის ლიდერი. ეს იყო ქვეყანა, სადაც ჩამოვიდა გერმანიის კანცლერი, თურქეთის პრეზიდენტი. ის რაც ამათ ცეკვა-თამაში ეგონათ, იყო ყველაზე ამაღლებული მომენტი, როცა 6 ევროპელი ლიდერი იყო საქართველოში ომის დროს. ეს იყო ქვეყანა, სადაც ტურისტულ სეზონს გვიხსნიდა მონაკოს პრინცი, ტურიზმი გაიზარდა 8 მილიონამდე, ყველა გიჟს მეძახდა 5 მილიონამდე გაიზრდება-მეთქი რომ ვამბობდი.

ეს იყო ქვეყანა, რომელიც აშენებდა ახალ ქალქებს, რამდენიც არ უნდა გადაწეროთ ისტორია, ბათუმი არის სააკაშვილის აშენებული. რომ დამცლოდა, ლაზიკაც იქნებოდა აშენებული. ქუთაისი პრაქტიკულად ახალ ქალაქად იქცა. ქუთაისელები უნდა ამაყობდნენ, რომ ძალიან მაგარ ქალაქში ცხოვრობდნენ და არა ჩამორჩენილ ქალაქში, სადაც პარლამენტში დადიან ძროხები.

ოდესის გუბერნატორიც ვიყავი და ოდესას არც დაესიზმრებოდა ის, რაც ჩვენ ბათუმში გავაკეთეთ. და ახლა ამ ყველაფრისთვის, ეს დროშა რომ დავკიდე, რომ შევქმენით სახელმწიფო ინსტიტუტები, მე გავხდი პატიმარი. ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი, ეს არის კლასიკური რუსული კომბინაცია, მთელი მსოფლიო არის გაოგნებული. შუშის შიგნიდან უნდა მოგმართავდეთ იმის მაგივრად, რომ შემეძლოს ჩემს აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული?!" - აღნიშნა სააკაშვილმა.