ავტორი:

"ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც გავზარდე ორი ძალიან მაგარი შვილი" - მიხეილ სააკაშვილი

"ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც გავზარდე ორი ძალიან მაგარი შვილი" - მიხეილ სააკაშვილი

ამ წუთებში სამოქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს, სადაც ექსპრეზიდენტი სიტყვით გამოდის. სააკაშვილმა სიტყვით მიმართვაში სანდრა რულოვსზე და უმცროს შვილზე ილაპარაკა და თქვა, რომ მათ სთხოვეს საქართველოში დაბრუნებულიყო...

მიხეილ სააკაშვილი:

"ციხის ე.წ. ლატოკში ძალიან ბევრი რუსული პროდუქტი იყიდება, ტელევიზორში ბევრი არხია რუსული, ქართულ ენაზე ნათარგმნი, მსგავსი არაფერი ხდება უკრაინაში, რადგან უკრაინა არის რუსეთთან დაპირისპირებული ქვეყანა, ისევე როგორც საქართველო. მე ჩამოვედი იმიტომ, რომ ძალიან ბევრი ქართველისგან გამიგია, რომ უნდა დავბრუნებულიყავი. ათასობით ჩემი თანამემულისგან, რომლებიც მხვდებოდნენ სხვადასხვა აეროპორტებში. იმ ჩემი თანამემულეებისგან, რომლებსაც ვხვდებოდი ემიგრანტების შეკრებებზე ევროპასა და ამერიკაში.

რომ უნდა დავბრუნდე საქართველოში, ბოლოს მითხრა ჩემმა 15 წლის შვილმა ნიკუშამ, რომელმაც მითხრა, რომ ან ახლა ან არასოდეს, ჩვენ დავკარგავთ ჩვენ ქვეყანას.

ამის შესახებ მითხრა სანდრამ, რომელსაც ძალიან ვენდობი და რომელთან ერთადაც გავზარდე ორი ძალიან მაგარი შვილი. სანდრას ნამუშევარის კვალი მხვდება ყველგან. მათ შორის ციხის სისტემაში, სადაც უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული პატიმრებისთვის ჯანდაცვის კუთხით, ისევე როგორც სკრინინგი და უამრავი სხვა. რვაასი დოლარი რომ ჰქონდა ხელფასი, 400 იხარჯებოდა ქველმოქმედებაში...“ - განაცხადა სააკაშვილმა.