ავტორი:

"შენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ვერასდროს გახდები" - ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილს მიმართა

"შენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ვერასდროს გახდები" - ირაკლი ზარქუამ მიხეილ სააკაშვილს მიმართა

შენ ზვიად გამსახურდია და მერაბ კოსტავა ვერასდროს გახდები - ისინი ციხეში ღირსეულად ჩაჯდნენ - ნოლია შენი ფასი, როგორც პოლიტიკოსის! - ეს განცხადება მიხეილ სააკაშვილის მისამართით “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.

ზარქუა თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებსაც გამოეხმაურა და როგორც აღნიშნა, პასუხისმგებლობა მომხდარ ძალადობაზე პირადად მიხეილ სააკაშვილსა და “ნაციონალურ მოძრაობას ეკისრება“.

როგორც ზარქუამ აღნიშნა, იმედია ამას საერთაშორისო საზოგადოება ადეკვატურად შეაფასებს და “შემდეგ არ გაუჩნდებათ კითხვის ნიშნები, როცა საუბარია სააკაშვილისთვის სასამართლო პროცესში ონლაინ ჩართვის შესაძლებლობის მიცემაზე“.

“კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ სააკაშვილს არაფერი აქვს ქართული. ის უკრაინის მოქალაქეა, რომელიც პატივს არ სცემს არც საქართველოს ინტერესებს, არც სახელმწიფო საზღვრებს და არც საქართველოს პასპორტს. მიხეილ სააკაშვილმა საზოგადოებას მიმართა - არ მოგენატრათ სიყვარული და განვითარებაო?! იქნებ მას სიყვარული და განვითარება თავისებურად ესმის - ქუჩებში ადამიანების ჩახოცვა, ბიზნესის რეკეტი, ადამიანების მოკვდინება. არა, ბატონო მიშა, ეს საქართველოს არ მოენატარა და ამაზე მეტყველებს, რომ მეცხრე არჩევნები პირწმინდად წააგე. საქართველოს მოსახლეობას არასდროს მოენატრება კაცების გაუპატიურება, ადამიანების ჩაცხრილვა, არასდროს მოენატრება მეგის ქარდავები და რომან შამათავები.

2012 წლის მთავარი დაპირება იყო, რომ ნომერი პირველი ჯალათი ციხეში უნდა ყოფილიყო, ეს ასეა - შენ ხარ ნომერი პირველი ჯალათი, რომელიც იმდენად ცინიკოსი ხარ, რომ ნაცვლად იმისა თქვა, რომ მოხდა ტრაგედია, დანაშაული და შეცდომები დაუშვი, გადაბრალებები დაიწყე. ცოტა ხანში, როცა სააკაშვილი ჩვენებების მიცემას დაიწყებს, პასტასა და ფურცელს ხელიდან ვერ გააგდებინებენ - მოგიწევს ბოლომდე სასჯელი ციხეში აღასრულო!“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.