ავტორი:

საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა, თოვლი, ძლიერი ქარი - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში ამინდი გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა, თოვლი, ძლიერი ქარი - უახლოესი დღეების პროგნოზი

საქართველოში 2 დეკემბრამდე წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 1 -ელი დეკემბრიდან 2 დეკემბრის დილამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი, მაღალმთაში თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 4-5 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა -გააქტიურება გამოიწვიოს.