ავტორი:

მაგიდა განცალკევებით ატივაქსერებისთვის - პატარძალი გეგმავს, რომ  აუცრელი სტუმრები ქორწილში ცალკე დასხას

მაგიდა განცალკევებით ატივაქსერებისთვის - პატარძალი გეგმავს, რომ  აუცრელი სტუმრები ქორწილში ცალკე დასხას

ავსტრალიის ყველაზე ცნობილი რადიოშოუს, Kyle and Jackie-O-ს ერთ-ერთმა სტუმარმა გოგონამ - ჰეიდიმ, რომელიც მომავალი პატარძალია, ინტერვიუში განაცხადა, რომ ცერემონიის დღეს აპირებს, ყველა არავაქცინირებული სტუმარი ერთ მაგიდასთან დასხას.

ჰეიდი, რომელიც სიდნეიში ცხოვრობს, წუხს, რომ მისი ოჯახის ზოგიერთ წევრს კორონავირუსის საწინაამღდეგო ვაქცინა ჯერ კიდევ არ მიუღია.

"ვფიქრობ, სპეციალური ანტივაქსერული მაგიდა ვიქონიო, სადაც არავაქცინირებული სტუმრები ისხდებიან, რათა სხვა ადამიანები უფრო გულდამშვიდებულები იყვნენ ჩემს ქორწილში.“

<iframe allowfullscreen frameborder="0" width="698" height="573" scrolling="no" id="molvideoplayer" title="MailOnline Embed Player" src="https://www.dailymail.co.uk/embed/video/2558721.html"></iframe>

რადიოში სტუმრის ამგვარ მსჯელობას, წამყვანებიც აჰყვნენ და ისაუბრეს იმაზე, რამდენად ღირდა ქორწილში მოწვეული ხალხის განცალკევება, რადგან საბოლოოდ, ცეკვის დროს მაინც ყველა ერთ სივრცეში იტრიალებდა.

წამყვანებმა იდეაც მიაწოდეს ჰეიდის, რომ ქორწილამდე, ყველა სტუმარს კოვიდზე ტესტის ჩატარება მოსთხოვოს, რაც მომავალ პატარძალს სამართლიანად ეჩვენა.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა