ავტორი:

"პირველადი მინიშნებით, ისინი, ვინც ვაქცინირებულნი არიან ან "ბუსტერ" დოზა აქვთ მიღებული, "ომიკრონ" შტამისგან დაცულები იქნებიან" - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

"პირველადი მინიშნებით, ისინი, ვინც ვაქცინირებულნი არიან ან "ბუსტერ" დოზა აქვთ მიღებული, "ომიკრონ" შტამისგან დაცულები იქნებიან" - ისრაელის ჯანდაცვის მინისტრი

ისრაელის ჯანდაცვის მინისტრის, ნიცან ჰოროვიცის განცხადებით, ადრეული მინიშნებები არსებობს, რომ ბოლო ექვს თვეში სრულად ვაქცინირებული ადამიანები, ან ისინი, ვისაც "ბუსტერ“ დოზა აქვთ მიღებული, კორონავირუსის "ომიკრონ“ ვარიანტისგან დაცულები არიან.

"უახლოეს დღეებში გვექნება უფრო ზუსტი ინფორმაცია "ომიკრონის“ შტამის წინააღმდეგ ვაქცინის ეფექტიანობის შესახებ, მაგრამ უკვე არის ოპტიმიზმის საფუძველი და არის პირველადი მინიშნებები, რომ ისინი, ვინც ვაქცინირებულნი არიან ან გამაძლიერებელი დოზა აქვთ მიღებული, ამ ვარიანტისგან დაცულები იქნებიან“, - აღნიშნა ისრაელის ჯანდაცვის მინისტრმა.

მისი თქმით, ამჟამად ვაქცინაციას ნამდვილად გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

კორონავირუსის "ომიკრონ“ შტამი სამხრეთ აფრიკაში პირველად 24 ნოემბერს დაფიქსირდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მას "შემაშფოთებელი ვარიანტის" კლასიფიკაცია მიანიჭა და განაცხადა, რომ ახალ ვარიანტთან დაკავშირებული საერთო გლობალური რისკი შეფასებულია, როგორც ძალიან მაღალი.