ავტორი:

"ტოიოტა ცენტრი თბილისი“, ზამთრის სპეციალური აქციის ფარგლებში, მომხმარებელს ფასდაკლებებს სთავაზობს

"ტოიოტა ცენტრი თბილისი“, ზამთრის სპეციალური აქციის ფარგლებში, მომხმარებელს ფასდაკლებებს სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს ზამთრის სპეციალურ აქციას სთავაზობს. აქციის ფარგლებში, ტოიოტას ორიგინალი წარმოების სხვადასხვა ავტონაწილის შეძენასა და გარკვეული სერვისების მიღებას მომხმარებელი ფასდაკლებით შეძლებს. აქციაში ჩართვის ერთადერთი პირობა ვიზიტის წინასწარი დაჯავშნაა.

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, რომ აქციის მთელი პერიოდის განმავლობაში მომხმარებელი 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენს და შეცვლის ორიგინალი წარმოების შემდეგ ავტონაწილებს: ძრავის ზეთი, ძრავის ზეთის ფილტრი, სალონის ფილტრი, ანტიფრიზი, საქარე მინის საწმენდი სითხე და აკუმულატორი. გარდა ამისა, მომხმარებელი, რომელიც აქციის ფარგლებში წინასწარ ჩაეწერება მომსახურების მისაღებად, სურვილის შემთხვევაში, ასევე, 20%-იან შეღავათს მიიღებს ისეთ მოთხოვნად სერვისებზე, როგორიცაა: ელექტროდიაგნოსტიკა და სავალი ნაწილის შემოწმება.

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ განმარტავენ, მათ ავტორიზებულ სერვისცენტრში ნებისმიერი სახის ტექნიკურ სერვისს „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები უახლესი აპარატურით უზრუნველყოფენ და ავტომობილს უმოკლეს დროში განაახლებენ.

მომხმარებელი, რომელსაც ზამთრის სპეციალური აქციით სარგებლობა სურს, საჭირო სერვისის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს www.toyota.ge ან დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com

NS