ავტორი:

"ამ რისკებისგან ჩვენ დაცული არ ვართ... " - რას ამბობს თამარ გაბუნია "ომიკრონ" შტამზე

"ამ რისკებისგან ჩვენ დაცული არ ვართ... " - რას ამბობს თამარ გაბუნია "ომიკრონ" შტამზე

"ახალი შტამის გავრცელების ალბათობა არსებობს, რადგან ხალხი მოგზაურობს, შტამი მარტივად მიგრირებს" - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, მისი უწყება კორონავირუსის ახალ შტამთან დაკავშირებით ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან კონსულტაციებს გადის.

"ამ რისკებისგან ჩვენ დაცული არ ვართ, რადგან ყველა ეპიდუსაფრთხოების წესი, რომელიც უნდა მუშაობდეს, ზედმიწევნით უნდა იყოს დაცული. დამატებით რეკომენდაციებზე ჩვენ კონსულტაციები გვაქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან. როგორც კი იქნება რეკომენდაციები, ამაზე ვიმუშავებთ.

6 დეკემბერს არის ერთი კონსულტაცია ჩანიშნული, მომდევნო კვირის განმავლობაში დამატებითი ინფორმაცია იქნება გავრცელებული და ამას გავიზიარებთ“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.