ავტორი:

"ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად თვლით, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია - სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი" - მიხეილ სააკაშვილი

"ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად თვლით, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია - სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი" - მიხეილ სააკაშვილი

"ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად თვლით, მზად ვარ, მოვისმინო თქვენი ყველა პრეტენზია - სადაც მართალი არ ვიქნები, დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი" - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზში განაცხადა, სადაც საბიუჯეტო თანხის დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვის საკითხი განიხილება.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ბოდიშის მოხდას ხელისუფლების უზურპატორებისთვის არ აპირებს.

"ვინც ჩემს ბოდიშს არასაკმარისად და არაგულწრფელად თვლით, ვინც მიიჩნევთ, რომ ჩემი აღიარება საერთოდ არ არის საკმარისი და უნდა ჩამომეთვალა ყველა სფერო, მე მინდა ყველას გითხრათ, მზად ვარ, მოვისმინო ყველა თქვენი პრეტენზია, მზად ვარ ვიკამათო თქვენთან, მოგისმინოთ და მართლა იმედი მაქვს, რომ თქვენც გაგებით მოეკიდებით, სადაც მართალი შეიძლება აღმოვჩნდე - დამეთანხმოთ, განსხვავებით ამ სასამართლოსგან, აქ აზრი არ აქვს სიმართლის მტკიცებას ან სადაც მართალი არ ვიქნები, მე დაგეთანხმებით და ეს იქნება ჩემთვის კათარზისი და გაწმენდის პროცესი. ბოდიშს მე არავისთან არ ვითხოვ და ამაზე საკითხი საერთოდ არ დგას, მაგრამ, ვინც მე მასამართლებს სამარცხვინო ბრალდებით, როგორც პიჯაკების ქურდს იმისთვის, რომ რაღაც სამკურნალო პროცედურები გავიარე ან იმისთვის, რომ ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე, ყველგან, სადაც მივიდოდი ან იმსახურებდა კარგად დახვედრას იმიტომ, რომ ეს არის ქართველების ინსტინქტი, მაგრამ რუსეთისთვის ეს გაუგებარია და ესენი რუსები არიან,“- განაცხადა სააკაშვილმა.