ავტორი:

"სუს-ი უნდა გაუქმდეს და დისკოთეკა გაიხსნას მაგის მაგივრად" - მიხეილ სააკაშვილი

"სუს-ი უნდა გაუქმდეს და დისკოთეკა გაიხსნას მაგის მაგივრად" - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უნდა გაუქმდეს. ამის შესახებ მან სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

"მთლიანად უნდა შეიცვალოს სასამართლო სისტემა, ყველანი უნდა იყვნენ დათხოვნილი, მთლიანად უნდა გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, გაუქმდეს, დაიკეტოს, დიდი ბოქლომი დაეკიდოს, დისკოთეკა გაიხსნას მაგის მაგივრად, თუ ვინმეს მოსწონს ეგეთ ადგილზე გართობა და მთლიანად უნდა გამოიცვალოს პროკურატურის კორპუსი.

ამათ აღარაფერი აღარ გამოასწორებთ, ამათი გამოსწორება ისეთივე შეუძლებელია, როგორც ძაღლის კუდი არ გასწორდება.