აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, მსოფლიოში ახალი, "ომიკრონ“ შტამის გავრცელების ფონზე, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის საკუთარი სტრატეგია წარადგინა.
"ჩვენ ამ ვარიანტს მეცნიერებით და სწრაფი მოქმედებით ვაჯობებთ დ არა ქაოსით და დაბნეულობით,“ - განაცხადა ბაიდენმა.
აშშ-ის პრეზიდენტის გეგმა ითვალისწინებს შეზღუდვების დაწესებას მოგზაურებისთვის. კერძოდ, აშშ-ში ჩასულ მოგზაურებს კოვიდტესტის გაკეთება გამგზავრებამდე ერთი დღით ადრე მოუწევთ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა ისინი აცრილები. ამასთან, 18 მარტამდე, პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება თვითმფრინავებში, მატარებლებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსის "ომიკრონ“ ვარიანტით დაინფიცირების შემთხვევები აშშ-ის ოთხ შტატშია დაფიქსირებული.
აშშ-ში, სადაც, დაახლოებით, 196 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, სრულად ვაქცინირებულია მოსახელობის 60%-ზე ნაკლები.