ავტორი:

"მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას  ცდილობენ... მისი განახლება შეუძლებელია" - არჩილ თალაკვაძე

"მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას  ცდილობენ... მისი განახლება შეუძლებელია" - არჩილ თალაკვაძე

"მიხეილ სააკაშვილი რაც მეტს ისაუბრებს სასამართლო სხდომაზე და სასამართლო რაც უფრო გამჭვირვალედ უზრუნველყოფს პროცესს, საზოგადოება, განსაკუთრებით კი ახალი თაობა კარგად დაინახავს, სინამდვილეში როგორ პარტიასთან აქვს საქმე და ვინ არის ამ პარტიის რეალური ლიდერი", - აღნიშნული განცხადება ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ გააკეთა.

თალაკვაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილი საუბრობდა როგორც ყოფილი დიქტატორი, რომლის განახლება შეუძლებელია.

“ამ დღეების განმავლობაში საზოგადოება საკუთარი თვალით ხედავს, რეალურად როგორი ადამიანი ხელმძღვანელობდა ქვეყანას და ვინ არის სინამდვილეში მიხეილ სააკაშვილი და მისი პარტია. განცხადებები, რაც სასამართლო პროცესზე მოვისმინეთ, ნათლად ადასტურებს, რომ ელიტური კორუფცია, ძალაუფლების ბოროტად გამოყენება და სახელმწიფო ინსტიტუტების ვერტიკალური კონტროლი პრეზიდენტის მხრიდან ჩვეულებრივი ამბავი იყო.

დღეს ვუყურებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები, მისი პოლიტიკური გუნდის წევრები, რომელთაც ასევე აქვთ პასუხისმგებლობა ყველა იმ დანაშაულზე, რაც სააკაშვილის მთავრობის დროს იყო ჩადენილი, ზოგიერთი ტელევიზიებს ამოფარებული, ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციების მანტიის ქვეშ მიხეილ სააკაშვილის გადაღებვას და მის განახლებას ცდილობენ.

მისი განახლება არის შეუძლებელი! ის საუბრობდა როგორც ყოფილი დიქტატორი, ვისი დავალებითაც ღამღამობით ბიზნესებს პროკურატურაში იბადებდნენ, როცა ადამიანები საკუთარ ქონებას სახელმწიფოს იძულებით ჩუქნიდნენ, ვისი დავალებითაც გაქრა და დაიღუპა ასობით ადამიანი საქართველოს პენიტენციურ სისტემაში, ხოლო ასობით ადამიანი წამებას დაექვემდებაერა. ამის გათეთრება და გადაღებვა შეუძლებელია“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.