ავტორი:

ციფრული მარკეტინგის ერთადერთი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში სტუდენტების მიღებას იწყებს

ციფრული მარკეტინგის ერთადერთი საბაკალავრო პროგრამა საქართველოში სტუდენტების მიღებას იწყებს

ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროფესიაა, თუმცა სრულყოფილი სასწავლო პროგრამა, რომელიც გააერთიანებდა თეორიულ და პრაქტიკულ ნაწილს და სტუდენტებს სიღრმისეულად შეასწავლიდა მათ, აქამდე არ არსებობდა.

აქამდე არსებული სასწავლო კურსები, ძირითადად, რამდენიმეთვიანი პროგრამით შემოიფარგლებოდა, რაც მის მონაწილეებს ზოგად ცოდნას აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ ციფრული მარკეტინგი საკმაოდ სწრაფად ცვალებადი სფეროა და მისი სასწავლო პროგრამის შექმნასთან დაკავშირებით უამრავი გამოწვევა არსებობს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა მიმართულების გამოცდილ და უკვე აღიარებულ სპეციალისტებთან ერთად გადაწყვიტა, ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამა შეექმნა.

მნიშვნელოვანია ის ფაქტორი, რომ საბაკალავრო პროგრამის ლექტორები ციფრული მარკეტინგის პრაქტიკოსი სპეციალისტები არიან, რომლებმაც ზუსტად იციან, რა მოთხოვნა და ტენდენციებია ბაზარზე, რა ინსტრუმენტები ინერგება პროდუქტისა თუ სერვისის ცნობადობის გასაზრდელად და როგორ გამოვიყენოთ ისინი. შესაბამისად, სტუდენტებს სრულყოფილი ინფორმაცია ექნებათ ციფრულ მარკეტინგში არსებულ თანამედროვე მიდგომებზე და მათ პრაქტიკაში დანერგვასაც შეძლებენ.

აღსანიშნავია ისიც, რომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტმა საბაკალავრო პროგრამა როგორც ჩვენი ქვეყნის პრაქტიკაზე დაყრდნობით, ისე საერთაშორისო გამოცდილებით შეადგინა. სტუდენტებს წვდომა ექნებათ მსოფლიოში წამყვანი საერთაშორისო უნივერსიტეტების ელექტრონული ბაზების თეორიულ მასალაზე, რაც მათ თვალსაწიერს კიდევ უფრო გაუფართოვებს. ინოვაციური ციფრული ინსტრუმენტების გამოყენება კი, რასაც სტუდენტი კურსის ფარგლებში ისწავლის, დასაქმების ბაზარზე უფრო კონკურენტუნარიანს გახდის.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან UI/UX დიზაინსაც. UI გულისხმობს პროდუქტში ინტერაქციული სერვისების შეტანას, იქნება ეს ღილაკები, სიმბოლოები, ტიპოგრაფია, ფერები და სხვა. რაც შეეხება UX-ს, მასში მომხმარებლის გამოცდილების გათვალისწინება და მათი პროდუქტთან ინტერაქცია მოიაზრება. ორივე მათგანის სრულყოფილად ცოდნა ციფრული მარკეტერისთვის უმნიშვნელოვანესია.

გარდა ტექნიკური უნარებისა, სპეციალისტს უნდა ჰქონდეს სააგენტოებთან ერთად მარკეტინგული სტრატეგიის შექმნის უნარი, რასაც BTU-ს საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში გამოიმუშავებს. მარკეტინგულ სააგენტოებში სტაჟირებით სტუდენტი შეძლებს მარტივად დასაქმდეს, რადგან პრაქტიკული ცოდნა და უნარები მას უკვე შეძენილი ექნება.

ციფრული მარკეტინგის აკრედიტებულ საბაკალავრო პროგრამაზე BTU მიღებას 2022-2023 სასწავლო პროგრამიდან დაიწყებს. ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის რექტორი ნინო ენუქიძე განმარტავს, რომ პროგრამაზე მუშაობა 2 წლის წინ დაიწყო და ეს პროცესი კრეატიულ სააგენტოებთან ერთად მიმდინარეობდა.

„მომავალი სასწავლო წლიდან პროგრამაზე მიღება გამოცხადდება. საწყის ეტაპზე ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა იქნება 200. ისინი ციფრული მარკეტინგის კონკრეტული საგნების პარალელურად, ბევრ ინტერდისციპლინარულ საგანს შეისწავლიან. ჩვენი მიზანია, სტუდენტი აღვჭურვოთ იმ ცოდნითა და უნარებით, რომელიც თანამედროვე სამყაროში ტექნოლოგიების გამოყენებით მარკეტინგული მიზნებისა და, ზოგადად, სტრატეგიული განვითარების გეგმის შესასრულებლადაა საჭირო. ამ პროცესში სტუდენტები აქტიურად გამოიყენებენ შესაძლებლობებს, რომელსაც მათ ჩვენი უნივერსიტეტის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიები სთავაზობენ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროგრამა საერთაშორისოდ აღიარებულია. ეს კი ნიშნავს, რომ სტუდენტებს წამყვანი დასავლური უნივერსიტეტების გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ,“ - აცხადებს ნინო ენუქიძე.

იმ საგნების მცირედი ჩამონათვალი, რასაც სტუდენტები ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში ისწავლიან, ასეთია: ციფრული მარკეტინგი, სოციალური მედია მარკეტინგი, ვიზუალური კომუნიკაცია Adobe პროდუქტების გამოყენებით, Google-ის მარკეტინგული ინსტრუმენტები, Microsoft Power BI ანალიტიკური ინსტრუმენტები, CBM - მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტი Salesforce-ის გამოყენებით, ელექტრონული კომერცია, მისი პლატფორმები და სხვა.

ციფრული მარკეტინგის საბაკალავრო პროგრამით დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, დარეგისტრირდნენ შემდეგ ბმულზე.

R