ავტორი:

"ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო! დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაბრძანდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ" - თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს

"ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო! დრო თუ არ გაქვთ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაბრძანდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ" - თეა წულუკიანი თაკო ჩარკვიანს

"ქალბატონო თაკო, ჩვენო კულტურულო! დრო თუ არ გაქვთ და არ გცალიათ, შეგიძლიათ რუსთაველზე გაბრძანდეთ, გაშალოთ ლეიბი და წამოკოტრიალდეთ" - ამ რეპლიკით პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა დეპუტატ თაკო ჩარკვიანს მას შემდეგ მიმართა, რაც ჩარკვიანმა მინისტრისგან მოითხოვა დასმულ კითხვებზე პასუხი გაეცა.

წულუკიანმა აღნიშნა ისიც, რომ ოპოზიციას კითხვა უნდა აღვირახსნილი, მაგრამ აღვირახსნილი პასუხი აღარ მოსწონს.

"ქალბატონი თამარი ამბობს, პარლამენტში იმიტომ შემოვედი, რომ იქედან ჩამოგათრიოთ, სადაც ხართო. ეს სიძულვილის ენა არ არის?! - ეს სიყვარულით ნათქვამია, არა უშავს! ქალბატონი თაკო სიყვარულს ასხივებს. ის პარლამენტში დასკუპებული იმიტომ დამხვდა, რომ აქედან ჩამოგვათრიოს. ვის ჩამოთრევას აპირებთ - შოთა ხაბარელის?! ამისთვის ცოტა მეტი კუნთები დაგჭირდებათ! მე შეიძლება ჩამომათრიოთ, მაგრამ ალბათ ბატონი ყაველაშვილის ჩამოთრევაც არ იქნება ადვილი", - მიმართა წულუკიანმა თამარ ჩარკვიანს.