ავტორი:

18 სწრაფი სესხი, განვადება და 55 ათას დოლარად შეძენილი აგარაკი მისაქციელში - როგორია მექსიკაში საქართველოს ელჩის ქონებრივი მდგომარეობა?

18 სწრაფი სესხი, განვადება და 55 ათას დოლარად შეძენილი აგარაკი მისაქციელში - როგორია მექსიკაში საქართველოს ელჩის ქონებრივი მდგომარეობა?

მას შემდეგ, რაც პოლიტიკოსი ზაზა გაბუნია "ქართული ოცნების" განახლებულ საპარლამენტო სიაში ვერ მოხვდა, ოპოზიციაში მის გადასვლაზე არავის უფიქრია, თუმცა, ყურადღებას შეჩვეული პოლიტიკოსი პერიოდულად სოციალურ ქსელში აქტიურობით ახსენებდა ამომრჩეველს თავს.

პოლიტიკიდან დროებით ჩამოშორებული გაბუნია გასულ წელს, ინტელექტუალური თამაშის "რა სად როდის" გამარჯვებული გახდა და "ოქროს ბუს" დაეუფლა. ასევე დაკავებული იყო ცხენოსნობით. დაწერა რამდენიმე რომანი, თუმცა ეს უფრო ადრე, პოლიტიკაში აქტიურად ყოფნისას.

ზაზა გაბუნია მოგვიანებით არც "ქართული ოცნების" საკრებულოს სიაში მოხვდა, თუმცა მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მას უფრო დიდი თანამდებობისთვის ამზადებდნენ. 5 ოქტომბერს პოლიტიკოსმა სოციალურ ქსელში ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა და დიპლომატიურ მისიას მექსიკის შეერთებულ შტატებში, ცენტრალური ამერიკისა და კარიბის ზღვის ქვეყნებში: პანამაში, კოსტა-რიკის რესპუბლიკაში, დომინიკის რესპუბლიკაში, გვატემალაში, ჰონდურასის რესპუბლიკაში, სალვადორსა და ბელიზში უხელმძღვანელებს.

საელჩოს რეზიდენცია კი ქალაქ მეხიკოში მდებარეობს. პოლიტიკოსმა ქვეყანა ნოემბრის დასაწყისში დატოვა და მექსიკაში გაემგზავრა. ელჩობიდან ორი თვის თავზე, მის დიპლომატიურ ანგარიშზე ირიცხება: უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ოქსანა დრამარეტსკასთან შეხვედრა. მექსიკის საგარეო საქმეთა ვიცე-მინისტრ, კარმენ მორენა ტოსკანოსთან შეხვედრა.

ზაზა გაბუნია და ოქსანა დრამარეტსკა

26 ნოემბერს ელჩმა ქართველ მწერლებსა და გამომცემლებს უმასპინძლა, რომლებიც სპეციალურად გვადალახარას წიგნის ბაზრობაზე დასასწრებად ჩავიდნენ. შეხვდა ასევე კარდინალ, მონსინიორ ხოსე ფრანცისკო რობლეს ორტეგას.

ზაზა გაბუნია და ხოსე ფრანცისკო რობლეს ორტეგა

სიტყვით გამოვიდა რამდენიმე შეხვედრაზე და გუშინ "ვეფხისტყაოსანის" მექსიკაში ესპანურ ენაზე გამოიცემა მოგვილოცა.

"ხელთ ახლახან დასტამბული, პირველი, ისტორიული, სიმბოლური სასიგნალო ეგზემპლიარი მიჭირავს. ძირითადი ნაწილი კი მომავალი წლის აპრილისთვის დაიბეჭდება. ეს ისტორიული დღეა საქართველო-მექსიკის ურთიერთობებისთვის“ - წერს გაბუნია.

დეკლარაცია გაბუნიას 2020 წლის 31 ოქტომბერს აქვს შევსებული, რომლის თანახმადაც მის სახელზე უძრავი ქონება არ ირიცხება. მისი მეუღლის, ნუცა შავლაძის სახელზე რეგისტრირებულია: არასაცხოვრებელი ფართი მცხეთაში, მისაქციელში - 17,34 კვ.მ, რომელიც 2014 წელს 55 აშშ დოლარად შეიძინა, ასევე მისაქციელში 600 კვ.მ მიწის ნაკვეთი, ესეც იმავე წელს 55 ათას აშშ დოლარად აქვს შეძენილი. ასევე საცხოვრებელი სახლი მისაქციელში 255.3 კვ.მ , რომელიც ასევე 55 აშშ დოლარადაა ნაყიდი. -0:04 ოჯახის სახელზე სხვა უძრავი ან მოძრავი ქონება არ ფიქსირდება.

მათ შორის, არც საცხოვრებელი ბინა თბილისში. დეკლარაციის შევსების მომენტში ზაზა გაბუნია აღებული ჰქონდა ჯამში 18 სწრაფი სესხი და განვადება, ასევე ერთი ოვერდრაფტი. ყველა სესხი 2018-2019 წლებშია აღებული. გაბუნიას მეუღლის სახელზე იყო ,,თი-ბი-სი“ ბანკის სახელფასო ბარათზე 682,58 ლარი, ხოლო თავად გაბუნიას სახელზე, ამავე ბანკში მიმდინარე ანგარიშზე 849,81 ლარი.