გერმანიის მომავალი მთავრობა გეგმავს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს 15 მარტიდან იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საავადმყოფოებში, მოხუცთა თავშესაფრებსა და სხვა სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობენ.
Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აღნიშნულია კანონპროექტში, რომლის ასლიც სააგენტომ მოიპოვა.
ამასთან, კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ დროებითი ზომები, რომელიც გერმანიის ფედერალურ მხარეებს საშუალებას აძლევს საჭიროების შემთხვევაში შეზღუდვები გაამკაცრონ, 15 თებერვლამდე გაგრძელდეს.
კანონპროექტი ასევე ანიჭებს ნებართვას სტომატოლოგებს, ვეტერინარებსა და ფარმაცევტებს, შესაბამისი ტრენინგის გავლის შემდეგ დროებით მიიღონ ვაქცინაციის ჩატარების უფლება.
სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები, რომლებიც ოთხშაბათს გერმანიის ახალ მთავრობას ქმნიან, კანონმდებლობას პარლამენტს უახლოეს კვირაში წარუდგენენ.