ავტორი:

Facebook- სა და Tvitter-ში დაბლოკილი ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის - "რაც უფრო გაიზრდება ჩვენი კომპანიის ბალანსი, მით მეტად დავუპირისპირდებით მათ ტირანიას"

Facebook- სა და Tvitter-ში დაბლოკილი ტრამპი საკუთარ სოციალურ ქსელს ქმნის - "რაც უფრო გაიზრდება ჩვენი კომპანიის ბალანსი, მით მეტად დავუპირისპირდებით მათ ტირანიას"

The Trump Media & Technology Group მომავალი წლის დასაწყისისთვის გეგმავს ახალი სოციალური ქსელის იდეის რეალიზაციას, რომელსაც "Truth Social" ერქმევა. აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის კომპანიამ ამისთვის ახლახან 1 მილიარდის ოდენობის ინვესტიციის შეთავაზება მიიღო. ტრამპმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა:

"1 - მილიარდიანი ინვესტიცია მნიშვნელოვან მესიჯს უგზავნის ტექნოლოგიურ გიგანტებს, რომ პოლიტიკური დისკრიმინაცია და ცენზურა უნდა შეწყდეს... რაც უფრო გაიზრდება ჩვენი კომპანიის ბალანსი, მით უფრო ძლიერად დავუპირისპირდებით მათ ტირანიას".

მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ს კაპიტოლიუმს დაესხნენ თავს, ყოფილი პრეზიდენტი "ფეისბუქიდანაც" და "ტვიტერიდანაც" დაბლოკეს, რათა მომავალში მისი მხრიდან შესაძლო ძალადობრივი ქმედებების პროვოცირებებისთვის ხელი შეეშალათ.

ვოშინგტონის კაპიტოლიუმზე თავდასხმა. 6 იანვარი

ტრამპმა "Truth Social“-ის გამოსვლის შესახებ წლის დასაწყისშივე ილაპარაკა და თქვა, რომ ამ სოციალურ ქსელში ყველას ექნება საშუალება, სხვებთან იკონტაქტოს და არ გახდეს პოლიტიური იდეოლოგიის გამო დისკრიმინაციის მსხვერპლი.

"Reuters" როგორც იტყობინება, უოლ სტრიტის კომპანიებმა დრო იხელთეს და ტრამპის ახალ წამოწყებაში ინვესტიციები უკვე ჩადეს. გავრელებული ინფორმაცით, ყოფილი პრეზიდენტის კომპანია, ახლა უკვე 4 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა