ამერიკული კომპანიის, Better.com-ის ხელმძღვანელი, სოციალურ ქსელებში კრიტიკის ობიექტი გახდა მას შემდეგ, რაც Zoom-ის ერთი ზარით, 900 თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლა.
"თუ თქვენ ახლა ზუმში მისმენთ, იმ უიღბლო თანამშრომლების შემადგენლობაში ხართ, რომლებსაც სამსახურიდან ვითხოვ“, - თქვა Better.com-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვიშალ გარგმა ონლაინ შეხვედრის დროს, რომლის ამსახველი ვიდეო მოგვიანებით სოციალურ ქსელში გავრცელდა.
"რა სიმკაცრეა“, "რა საშინელი ნაბიჯია, განსაკუთრებით შობის წინა პერიოდში“, - ასე აფასებს საზოგადოების დიდი ნაწილი კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილებას.
გარგის თქმით, გადაწყვეტილება მიაღებინა პერსონალის ნაკლებპროდუქტიულობამ, შესრულებული სამუშაოს ხარისხმა და ასევე, ბაზრის ცვლილებამ. სწორედ ამით ახსნა მან კომპანიის თანამშრომელთა 15%-ის გათავისუფლება.
ცნობისთვის, Better.com არის კომპანია, რომელიც მიზნად ისახავს, ტექნოლოგიების გამოყენებით, ბინის შესყიდვის პროცესი უფრო სწრაფი და ეფექტიანი გახადოს, მის უკან დგას იაპონური კონგლომერატი Softbank და მისი ღირებულება დაახლოებით, 6 მილიარდი დოლარია.
გარგის მენეჯმენტის მეთოდებს ადრეც აკრიტიკებდნენ, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც გასულ წელს თანამშრომლებს მეილი გაუგზავნა, სადაც ამგვარი შეტყობინება ეწერა - "შენ ძალიან ნელი ხარ, სულელი ხარ, შენ მე მარცხვენ.“