ავტორი:

"აღარ გვყავს... გული გაჩერდა" - გიგა ბოკერიას მამა, არქიტექტორი ლევან ბოკერია გარდაიცვალა

"აღარ გვყავს... გული გაჩერდა" - გიგა ბოკერიას მამა, არქიტექტორი ლევან ბოკერია გარდაიცვალა

პოლიტიკოს გიგა ბოკერიას მამა, არქიტექტორი ლევან ბოკერია გარდაიცვალა. ინფორმაციას თამარ ჩერგოლეიშვილი ავრცელებს.

მისი ინფორმაციით, ბოკერია ბოლო 2 თვე ავადმყოფობდა.

"ლელო ორი თვე იბრძოლა. ისე მინდოდა, რომ ერთხელ მაინც, თუნდაც ბოლოჯერ - გველაპარაკა.

აღარ გვყავს... გული გაჩერდა. ხვალ 77 წლის ხდებოდა" - წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ლევან ბოკერია 1944 წელს ქუთაისში დაიბადა.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1967 წელს.

1965 წლიდან მუშაობდა "თბილქალაქპროექტში"; 1983 წლიდან ხელმძღვანელობდა არქიტექტურულ სახელოსნოს; 1989 წლიდან იყო საქართველოს არქიტექტორთა კავშირის რესპუბლიკური გაერთიანება "საქარქპროექტის" მთავარი არქიტექტორი. ძირითადი ნამუშევრებია: ბაიკალ–ამურის რკინიგზის მაგისტრალზე დაბა ნიას დაგეგმარება და განაშენიანება (1970–1980), თბილისში გამოთვლითი ცენტრის შენობა (1983), ბანკის შენობათა კომპლექსი (1983). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.