ავტორი:

ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება - რუს ოლიგარქს ცოლთან გაყრა შესაძლოა, 9 მილიარდი დოლარი დაუჯდეს

ყველაზე ძვირადღირებული განქორწინება - რუს ოლიგარქს ცოლთან გაყრა შესაძლოა, 9 მილიარდი დოლარი დაუჯდეს

ვლადიმერ პოტანინი რუსეთში ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორის მეორე ადგილზეა, თუმცა ამის გარდა, იმითაც გამოირჩა, რომ მსოფლიოში უმდიდრესი ადამიანების, ჯეფ ბეზოსისა და ბილ გეითსის მსგავსად, მეუღლე განქორწინების შემდეგ კოლოსალურ თანხაბს სთხოვს. ვლადიმერს იმედი აქვს, რომ ყოფილი მეუღლის ამ მოთხოვნას, ინგლისის სასამართლო არ დააკმაყოფილებს.

ქალბატონი ნატალია პოტანინა, ვლადიმერის კომპანიის - MMC Norilsk Nickel PJSC-ისის წილიდან 50%-ს ითხოვს. კონკრეტულად კი, ეს თანხა10 მილიარდ დოლარამდე აღწევს.

"ბლუმბერგის“ მონაცემების მიხედვით, საერთო ჯამში, ბიზნესმენის ქონება 29.9 მილიარდ დოლარს შეადგენს.

რუსეთის სასამართლოსგან, განქორწინების პროცესის შემდეგ, ნატალიას 60 მილიონი დოლარი ერგო, თუმცა, 31-წლიანი ქორწინებისა და ვლადიმერის სიმდიდრის გათვალისწინებით, ყოფილი ცოლი ამ "მცირე ჯილდოთი“ არ დაკმაყოფილდა.

ახლა წყვილი ინგლისის სასამართლოში წყვეტს ქონების განაწილების საკითხს.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა