როგორც ჩანს, მიხეილ სააკაშვილს არაფერი არ აქვს სათქმელი სასამართლო სხდომაზე, რა უნდა თქვას - არაჟნებთან ერთად როგორ შემოიპარა?!- ასე ეხმიანება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჟურნალისტებთან მიხეილ სააკაშვილოს განცხადებას, რომ ის სასამართლო პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება.
მისი თქმით, ის ფორმა, როგორც ის საქართველოში ჩამოვიდა, მისი მხარდამჭერებისთვისაც მიუღებელია და ამიტომ თქვა სააკაშვილმა პროცესში მინაწილეობაზე უარი.
"გახსოვთ ატეხილი უსაფუძვლო აჟიოტაჟი, რომ მიხეილ სააკაშვილს ეზღუდებოდა სასამართლო სხდომებში მონაწილეობა, არანაირად არ ეზღუდებოდა, სრული შესაძლებლობა ჰქონდა დისტანციურად მიეღო მონაწილეობა და მან ამაზე უარი თქვა, ახლა, როცა შესაბამისი პირობების გათვალისწინებით, უსაფრთხოების საკითხები აღარ არის სიმკვეთრით სახეზე და შეიძლება დაესწროს სხდომას, ეს ადამიანი უარს ამბობს. როგორც ჩანს ხვდებიან, კაცი რომ ამ ფორმით შემოიპარა ეს ხომ შეურაცხმყოფელი იყო თვით "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებისთვის, როგორც ჩანს, მას არაფერი არ აქვს სათქმელი სხდომაზე, რა უნდა თქვას - არაჟნებთან ერთად როგორ შემოიპარა?! ის უკვე გავიგეთ, რომ მერაბიშვილს ადებს ხელს, ისურვებდა საბრალდებო სკამზე საკუთარი ყოფილი მეუღლე ეხილა, ეს გაიგო საზოგადოებამ, ახლა სხდომაზე უნდა ეთქვა, რომ არაჟნებთან ერთად მხდალად შემოიპარა და ეს მისი მხარდამჭერებისთვის არის მიუღებელი, ამიტომ ამის თქმა და გაჟღერება აღარ სურს,"- განაცხადა ოხანაშვილმა.
მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან შერიგების ინიციატივის გახმოვანება ცინიზმია და მათ შერიგება ასიათასობით მოქალაქეს უნდა სთხოვონ, ვინც მათი მმართველობის შედეგად გახდა მსხვერპლი თუ დაზარალებული.
“პატიება და შერიგება ჯერ ამ ადამიანებს სთხოვონ, მანამდე მორალური უფლება არ გვაქვს, ვისაუბროთ შერიგებაზე. შერიგების მსურველი საზღვრის უკანონო კვეთით, ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მიზნით არ იპარება. მიხეილ სააკაშვილი არის მსჯავრდებული, მან თავად გადაწყვიტა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და კარგად იცოდა, რომ კანონი აღსრულდებოდა. თუმცა, ცინიზმით გამოირჩეოდნენ, რომ "ქართული ოცნება" უსუსურია, მელიას და სააკაშვილს ვერ დააკავებდნენ, მაგრამ კანონი აღსრულდა და გამოჩნდა, ვინ არის მხდალი და ვინ ასრულებს კანონებს ქვეყანაში. ამ სცენარის ავტორებს სურთ,"- განაცხადა ოხანაშვილმა.