ავტორი:

"სხვა თუ არაფერი, ის ნაკლებად დამაზიანებელი ჩანს" - რა პროგნოზი აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას "ომიკრონ" შტამთან ვაქცინების ეფექტიანობაზე

"სხვა თუ არაფერი, ის ნაკლებად დამაზიანებელი ჩანს" - რა პროგნოზი აქვს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას "ომიკრონ" შტამთან ვაქცინების ეფექტიანობაზე

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო არსებული ვაქცინები, ვირუსის ახალი ვარიანტის - "ომიკრონის" წინააღმდეგაც ეფექტიანი უნდა იყოს.

თუმცა ამავდროულად, სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული ლაბორატორიული ტესტების მიხედვით, ახალ ვარიანტს შეუძლია "ხელიდან დაუძვრეს“ ამ დროისთვის ყველაზე ეფექტიან, "ფაიზერის" ვაქცინას. აღნიშნულ კვლევას ექსპერტები ნაკლებ სარწმუნოს უწოდებენ და ამბობენ, რომ ის გადამოწმებას საჭიროებს.

  • სამხრეთ აფრიკელ მკვლევართა დასკვნის საწინააღმდეგოს ამტკიცებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი, ექიმი მაიკ რაიანი. მისი თქმით, იმის დამამტკიცებელი ნიშანი, რომ "ომიკრონი" უფრო ადვილად დაუსხლტება ვაქცინებს, ჯერ არ გვაქვს.

"ჩვენ საკმაოდ ეფექტური ვაქცინები გვაქვს, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ შეუძლიათ კორონავირუსის აქამდე არსებულ ყველა ვარიანტთან გამკლავება და ადამიანების ჰოსპიტალიზაციისგან დაცვა. ჯერჯერობით არანაირი მიზეზი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ "ომიკრონის" შემთხვევაში მოვლენები სხვაგვარად განვითარდება", - ამბობს რაიანი.

მან ასევე დაამატა, რომ "ომიკრონი," კორონავირუსის "დელტა", ან სხვა შტამებზე უფრო მძიმე შედეგებს არ იწვევს და უფრო მეტიც, სხვა შტამებზე უფრო ნაკლებად დამაზიანებელი ჩანს.

"სხვა თუ არაფერი, ახალი შტამი ნაკლებად დამაზიანებელი ჩანს", - ამბობს ჯანმოს წარმომადგენელი.

სამხრეთ აფრიკაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ჯერ არ არის გადამოწმებული, "ფაიზერის" ვაქცინამ, შესაძლოა, სხვა კოვიდ შტამებთან შედარებით, "ომიკრონი" 40-ჯერ ნაკლებად გაანეიტრალოს.

აღბიშნული კვლევის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ალექს სიგალმა, 12 ადამიანზე სისხლის ანალიზის ჩატარების შემდეგ თქვა, რომ "ომიკრონისგან“ უარეს შედეგებს მოელოდა.

მისი აზრით, კორონავირუსის ვაქცინის ე.წ ბუსტერის მიღების შემთხვევაში "ომიკრონ" შტამით ადამიანი დაკლებად დაზარალდება.

წყარო

მოამზადა ანა სიბოშვილმა