პოლიტიკოსი, ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია ყოფილი პრემიერის, ზურაბ ჟვანიას, დაბადების დღესთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
"ზურა 41 წლის დარჩა ... ჩვენ ვბერდებით! თავისი ნიჭიერენით და პიროვნული თვისებებით, მან შეძლო შეექმნა მთელი ეპოქა ქართულ პოლიტიკაში. კარგი?.. ცუდი?... ამას ისტორია იტყვის! მე ბედნიერი ვარ, რომ ვიყავი მის გვერდით. მე მეამაყება ყოველი წუთი ზურასთან ყოფნის. იშვიათია ადამიანი, რომელმაც შეძლო, ასე მოკლე დროში, საოცრად ეფექტური ცხოვრებით ეცხოვრა. რომელმაც შეძლო, უამრავი ადამიანისთვის მიეცა საშუალება საკუთარი შესაძლებლობების გამოყენების, გამოვლენის, უბრალოდ, ნორმალური ცხოვრების! მე შენ მიყვარხარ! მე შენ მენატრები! მე შენით ვამაყობ, ზურა!
P.S.ის დღეს ციხეშია! ამბობენ, ფსიქიკური პრობლემები აქვსო. არ მიკვირს... სინდისის რა გითხრა და, მოგონებები აწუხებს, ალბათ... მაინც ადამიანია და ფიქრს ვერსად გაექცევა...არ ღირს მასზე დღეს საუბარი. ფაქტია, ათას ცოცხალსა ბევრჯერა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია.მენატრები" - წერს "ფეისბუქში" ხათუნა ხოფერია.
ცნობისთვის, 9 დეკემბერს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. საქართველოს ყოფილ პრემიერს დღეს 58 წელი შეუსრულდებოდა.