ავტორი:

ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, BTU-ში კიბერ  ჰაკათონი ჩატარდა

ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, BTU-ში კიბერ  ჰაკათონი ჩატარდა

ევროკავშირის ჟან მონეს პროექტის ფარგლებში, BTU-ში კიბერ ჰაკათონი ჩატარდა

ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ჰაკათონი ჩატარდა. მონაწილეებმა, ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჯგუფურად იმუშავეს კიბერუსაფრთხოების გარშემო შესაბამისი საგანმანათლებლო პლატფორმის შექმნაზე.

პროექტის მნიშვნელობა და მიმდინარეობა ჟიურის წევრებმა შეაფასეს:

,,კიბერუსაფრთხოება და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევები დღეს ახალგაზრდების ცხოვრებაში საკმაოდ დიდი როლს თამაშობს, სწორედ ამიტომ, მათი ჩართვა მსგავს პროექტებში ძალიან მნიშვნელოვანია, რათა ახლებურად გაიაზრონ ის რისკები და ფაქტორები, რაც დღეს ჩვენ ირგვლივ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით არსებობს“,- განაცხადა BTU-ს ლექტორმა და კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის CYSEC-ის დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ.

,,დღეს, კერძო კომპანიები ნაკლებად არიან ჩართული კიბერუსაფრთხოების განვითარებაში, მომავალი თაობის ამ სფეროში ინტეგრირებით კი ხელს ვუწყობთ მათ დაინტერესებას და ახალგაზრდა თაობებში კიბერუსაფრთხოების შესახებ ცნობიერების ამაღლებას“,- აღნიშნა BTU-ს ლექტორმა და ინტერნეტის განვითარების ინიციატივის დამფუძნებელმა ლადო სვანაძე.

,,ჰაკათონის მსგავსი პროექტების დახმარებით შესაძლებელია ახალგაზრდა თაობის ნიჭიერი და პერსპექტიული წარმომადგენლების პოვნა, რომლებიც სამომავლოდ წარმატებით დასაქმდებიან ციფრულ და ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში“,- განაცხადა სტარტაპ ბიუროს და ენჯელ ინვესტორების ქსელის "აქსელი"-ის დამფუძნებელმა ლადო სვანაძემ.

ჰაკათონის გამარჯვებულმა გუნდმა წარმოადგინა მობილური აპლიკაცია, რომელიც კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. აპლიკაციაში სხვადასხვა მარტივად აღსაქმელი აუდიო, ვიდეო და ბეჭდური რესურსები გაზიარდება. BTU-ში გამართული პრეზენტაციის დროს გუნდმა წარადგინა აპლიკაციის დემო ვერსია.

გამარჯვებული გუნდის წარმომადგენელი ელენე წერეთელი ამჟამად უნივერსიტეტში საინფორმაციო ტექნოლოგიების საბაკალავრო პროგრამაზე სწავლობს და სამომავლოდ პროფესიულ განვითარებას სწორედ კიბერუსაფრთხოების მიმართულებით აპირებს:

„მსგავსი პროექტების დახმარებით კი საშუალება მექნება, გავიღრმავო როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა“, - აღნიშნა მან.

კიბერ ჰაკათონი ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ჟან მონეს პროექტის „ევროკავშირის კიბერუსაფრთხოების განათლების მხარდაჭერა” (PEU-C-E) ფარგლებში გაიმართა.

მისი დასრულებისას, ყველა მონაწილეს მონაწილეობის მიღების დამადასტურებელი სერტიფიკატი გადაეცა, ხოლო გამარჯვებული გუნდის წევრებმა ტრენინგების და გადამზადების პროგრამების ვაუჩერები მიიღეს.

პროექტის მიზანია, ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და ცნობადობის ამაღლება მოსწავლეებში, სტუდენტებში, მასწავლებლებში, მშობლებში, პროფესორებში, გადაწყვეტილების მიმღებ პირებსა და მოწყვლად ჯგუფებში უსაფრთხო ინტერნეტის, კიბერჰიგიენისა და კიბერეთიკის მიმართულებით.

R